„Concept“ არის საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და ბრენდინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს.
წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან — ახალი ბრენდის შექმნიდან არსებული ბიზნესის განვითარებამდე.
ჩვენთვის ყოველი პროექტი ინდივიდუალურია — ის იგეგმება და მუშავდება კონკრეტული კლიენტის ბიზნესის სპეციფიკის, მიზნების, აუდიტორიისა და ამოცანების გათვალისწინებით. პროექტის ყველა კომპონენტს ერთიან სისტემად განვიხილავთ, რათა ვიზუალური სტილი, კომუნიკაცია და ბრენდის საერთო სახე თანმიმდევრული და ერთიანი იყოს.
თანამედროვე საპროექტო ანალიზისა და მართვის ინსტრუმენტებით სამუშაო პროცესს ეტაპებად ვგეგმავთ, ვანაწილებთ რესურსებს და ვმართავთ შესრულებას განსაზღვრულ ვადებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არა მხოლოდ იდეისა და დიზაინ-კონცეფციის შექმნას, არამედ მის პრაქტიკულ განხორციელებასაც. ჩვენი მიზანია საბოლოო შედეგი აერთიანებდეს ესთეტიკას, მოხერხებულობასა და ფუნქციურობას.